ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება სამართალი

ბერლინში საქართველოს საელჩოს მანქანა დაწვეს

 

ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორისაც საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა. საგარეო საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყება გერმანელი სამართალდამცავების მიერ გამოძიების დასრულებას ელოდება და სწორედ ამის შემგდომ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

“გუშინ ბერლინში, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა დიპლომატიური ნომრის მქონე რამდენიმე ავტომანქანის დაწვის ფაქტს, რომელთა შორისაც აღმოჩნდა საქართველოს საელჩოს მანქანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული ჯგუფი ასეთ ფაქტს ჩადის. ველოდებით გამოძიების შედეგებს”. – აცხადებენ სამინისტროში.

იტვირთბა....