ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ესპანეთში საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი ესპანეთის პოლიციამ დააკავა. ჯგუფი, რომელშიც 18 ადამიანი შედის, ეჭვმიტანილია მადრიდში ბინების ძარცვაში.

დანაშაულებრივი დაჯგუფება გასული წლის აპრილიდან 40-მდე ბინის ძარცვაში არის ეჭვმიტანილი. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერი მათ თურქეთის ციხიდან აკონტროლებდა, სადაც ის 8 წლიან სასჯელს იხდის.

გამოძიება აღნიშნულ საქმეზე წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

იტვირთბა....