ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ათათურქის აეროპორტმა მუშაობა განაახლა, თურქეთიდან თბილისის მიმართულებით რეისები შესრულდება

 

ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა სტამბულში მუშაობა უკვე განაახლა.

პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებით, აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაშვება უკვე დაიწყო.

”საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება, თუმცა აეროპორტი გახსნილია და საჰაერო მიმოსვლა აღდგა”, – აღნიშნა ილდირიმმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს სულ მცირე 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 150 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამხილები “ისლამურ სახელმწიფოზე” მიუთითებს.

რაც შეეხება ათათურქის აეროპორტიდან თბილისში დღეს დაგეგმილ რეისებს, ის განრიგის მიხედვით შესრულდება.

დღის განმავლობაში დაგეგმილია ორი რეისი, რომელსაც Turkish Airlines-ი განახორციელებს. ბოინგი სტამბულის ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისებს 18:10 საათსა და 21:15 საათზე შეასრულებს.

ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის მიმართულებით წუხელ დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა.

იტვირთბა....