ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმე განახლდა. დღეს დაგეგმილია დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
ამ ეტაპზე ბრალდების მხარე დარჩენილ ერთ მოწმეს კითხავს, რომელთან ერთადაც მაგდა პაპიძისა და ოთარ ბერძენიშვილის პირად მიმოწერას იკვლევენ. პროცესი დაიხურა, რადგან საქმე პირადი ცხოვრების დეტალებს ეხება.
დაცვის მხარემ სულ 4 მოწმე უნდა დაკითხოს, რის შემდეგაც უკვე თავად ბრალდებულის, მაგდა პაპიძის დაკითხვა დაიწყება.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალად ედება ქმრისა და 5 წლის შვილის მკვლელობა. ის ბრალს არ აღიარებს. როგორც თავად მოითხოვა, მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.