ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთის პრემიერი: „ტერორიტული აქტი შესაძლოა ISIS-ის მიერ იყოს განცხორციელებული“

 

თურქეთში ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერორიტული აქტი შესაძლოა “ისლამური სახელმწიფოს” მიერ იყოს განცხორციელებული. ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდიმირმმა გაააკეთა.

Reuters თურქ სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ ღამით განხორციელებულ ტერაქტში ISIS-ის ხელწერა იკითხება.

ამ დრომდე ტერაქტზე პასუხიმგებლობა ოფიციალურად არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსენებთ, თურქეთის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 147 დაშავდა. აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა და ორივე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტებმა მოაწყვეს.

 

 

 

იტვირთბა....