საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, რომ საჭიროების შეთხვევაში დაუკავშირდნენ გენერალურ საკონსულოს. ცხელი ხაზის ნომერია – 90 541 818 44 00.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო, მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
განცხადება გააკეთა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც.
„საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდება არც დაშავებულთა და არც გარდაცვლილთა შორის. ვართ მუდმივ კავშირზე, პირველ რიგში თურქეთის შესაბამის სამსახურებთან და ასევე ჩვენს თანამოქალაქეებთან. ძირითადად ეს ხდება საქართველოს საკონსულოს საშუალებით სტამბოლში.“- განაცხადა დავით ჯალაღანიამ.