ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურში მცხოვრები 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი სავარაუდოდ საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა.

ოჯახი კომენტარს არ აკეთებს. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ შეიტყვეს ბორჩაშვილის გარდაცვალების შესახებ, თუმცა არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია. მათივე თქმით, ახალგაზრდა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს სწავლობდა. ის თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. როდის გადავიდა სირიაში არ იციან.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, სირიაში საბრძოლველად პანკისის ხეობიდან 50-მდე ახალგაზრდაა წასული.

იტვირთბა....