https://www.youtube.com/watch?v=UI4HD82PI-o
ვიდეოზე ჩანს, თუ როგორი ძალის აფეთქება განხორციელდა ათათურქის აეროპორტში. ამ მომენტისთვს “ალჯაზირ” ავრცელებს, რომ 50-მდე ადამიანია დაღუპული, რომელთა შორის 3 თვითმკვლელია. ხოლო სხვა წყარო იუწყება რომ დაიღუპა 36 ადამიანი და 150-ზე მეტი დაშავდა.
შეგახსენებთ, ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა გუშინ განახორციელა.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.
პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

