სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. დაღუპულთა რიცხვი კი 50-მდე გაიზარდა.
ათათურქის აეროპორტში დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა.
პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ტერაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული.
ამჟამად აეროპორტი დაკეტილია.
იტვირთბა....