ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თავი ორმა თვითმკვლელმა აიფეთქა: დაღუპულია 10 ადამიანი, ქართული თვითმფრინავი უკვე ჰაერში იყო

“სიენენი” ავრცელებს ინფორმაციას 10 დაღუპულის შესახებ. ცნობილი გახდა ასევე, რომ აფეთქება ორმა თვითმკვლელმა განახორციელა.

თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს მიმართულებით მოფრინავდა, აფეთქების მომენტში უკვე ჰაერში იყო.

შეგახსენებთ, სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქულ მედიაზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ აეროპორტში ისმის სროლის ხმა.

ყველა მიმართულებით ფრენა შეჩერებულია. არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში ჯერჯერობით უცნობია.

“იყო მძლავრი აფეთქება და მერე იყო სროლები” – ასეთ კომენტარებს აკეთებენ თვითმხილველები.

ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

 

იტვირთბა....