ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახლახანს: ტერორისტული აქტი სტამბოლის აეროპორტში

სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქულ მედიაზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ აეროპორტში ისმის სროლის ხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. პირვანდელი ინფორმაციით, ათეულობით ადამიანია დაშავებული.

ყველა მიმართულებით ფრენა შეჩერებულია. არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

“იყო მძლავრი აფეთქება და მერე იყო სროლები” – ასეთ კომენტარებს აკეთებენ თვითმხილველები.

ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ამ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

იტვირთბა....