შავი ზღვის ეკონომიკური ფორუმის მინისტერიალს, რომელიც სოჭში პირველ ივლისს გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე არ დაესწრება და მის ნაცვლად სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის წარმომადგენელი გაემგზავრება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მიხეილ ჯანელიძეს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებებში მონაწილეობას უნდა იღებდეს. კარასინის თქმით, სოჭში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ჩავა.
„მინისტრმა როგორც ჩანს გადაწყვიტა რომ სოჭში ამ ღონისძიებაზე გამოჩენა პოლიტიკურად საშიშია მოახლოებული 8 ოქტომბრის არჩევნების ფონზე, თუმცა ვფიქრობ რომ ეს საკითხზე ძალიან ვიწრო შეხედულებაა“. – აცხადებს კარასინი.
“მეტრონომი” დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ დრომდე არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც განმარტავდა რატომ არ იღებს ჯანელიძე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას.