ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირაკლი ალასანია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას დადებითად აფასებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს:

„გადაწყვეტილება, რომ საქართველო სრულად უნდა გადავიდეს პროფესიულ არმიაზე, არის სწორი. ეს გადაწყვეტილება, ჯერ კიდევ 2013 წელს, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, ჩვენ მივიღეთ, მაგრამ ამას სჭირდებოდა მომზადება, ამას სჭირდებოდა საფინანასო მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან და ამას სჭირდებოდა შეთანხმებული მუშაობა პარლამენტთან,რომ შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლები შექმნილიყო“ – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურს 2017 წლის 1 ივლისიდან გააუქმებს.

მინისტრის ეს ინიციატივა პოლიტიკოსების უმეტესობის მხრიდან კრიტიკულად, როგორც „ერთპიროვნული და შეუთანხმებელი“ გადაწყვეტილება, ისე შეფასდა.

იტვირთბა....