ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ატომობილების ტექდათვალიერება ევროპული პრაქტიკით უნდა აღვადგინოთ“

„ვფიქრობ, წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მთლიანად გაუქმების თაობაზე, აბსოლუტურად არასწორი იყო”- ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით.

„იმის მაგიერ, რომ ჩვენ დაგვეხვეწა ის რეგულაციები, რომლებიც არსებობდა ამ კუთხით და ტექნიკურად მოგვეწესრიგებინა, რომ არ ჰქონოდა მახინჯი ფორმა (და მართლაც ჰქონდა მახინჯი ფორმა წარსულში), ჩვენ საერთოდ გავაუქმეთ ტექნიკური დათვალიერება. მე ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ, მაგრამ საუკეთესო ევროპული პრაქტიკით. ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვები ავადდებიან ამის გამო. ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია სწორი ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტვირთბა....