„პირველი ხუთი დღე მხოლოდ ცილები (ხორცი თევზი, ქათამი, თევზი, ყველი) მაქსიმუმ ორ დღეში რძის პროდუქტები – რაც ნაკლებად ცხიმიანია, უკეთესია.
პლიუს თხილეული (თხილი, ნიგოზი, მიწისთხილი, მზესუმზირა და ა.შ).
ჭამეთ როცა გინდათ, მათ შორის ღამეც, რაც ნაკლები უკეთესი, თუმცა ნუ იშიმშილებთ. მარილი, წიწაკა, მდოგვი და ა. შ შეიძლება ზომიერად. წყალს გაურიეთ ლიმონის ფრეში და ისე სვით, გაგიმარტივებთ დიეტას. მიიღეთ დღეში 2 ლიტრი წყალი. ყავა და ჩაი შეუზღუდავად, ცხადია უშაქროდ. სრულიად გამორიცხულია ყველაფერი დანარჩენი.
შემდეგი ეტაპი სანამ სასურველ წონამდე არ მიხვალთ: პირველი დღე ზემოთ დაწერილი დიეტა, მეორე დღე – ცილებს პლიუს ბოსტნეული. ოღონდ შერეულ დღეებში რვის მერე აღარ ჭამოთ.
მთელი დიეტის განმავლობაში სრულიად გამორიცხულია: ცომეული, ტკბილეული, ბურღულეული, კარტოფილი, მარცვლოვანი ბოსტნეული ( ბარდა, ლობიო, სიმინდი) და ხილი. თუ ძალიან მოგინდებათ ხილი, გააკეთეთ განტვირთვის დღე და მიიღეთ მხოლოდ ხილი“.
wiwaka.com.ge