ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიტანეთში რეფერენდუმი ხელახლა არ გაიმართება

 

გაერთიანებულ სამეფოში Brexit-ზე ხელმეორე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი არ განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Independet ავრცელებს. ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების საკითხი, ევროკავშირში დარჩენის  მოთხოვნით შექმნილმა პეტიციამ განაპირობა, რომელსაც სამმა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული ისტორიული რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

 

იტვირთბა....