ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რთულ ვითარებაშია უზენაესი სასამართლო“: პრეზიდენტმა აქტუალურ თემებზე საუბრობს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიფინგზე ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს შეეხო. თავდაპირველად პრეზიდენტმა  თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის,  ანა დოლიძის შესახებ ისაუბრა. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ სამი მოსამართლის კანდიდატურა წარადგინა პარლამენტში დასამტკიცებლად, თუმცა  პარლამენტმა ისინი არ დაამტკიცა:

„ლალი ლალიაშვილი, ნონა თოდუა და ანა დოლიძე უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები არიან, მათ წინააღმდეგ პარლამენტიდან არანაირი წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა ერთის მხრივ, თუმცა არ დაამტკიცეს. მეორე მხრივ, გასაკუთრებით რთულ ვითარებაშია უზენაესი სასამართლო, სადაც სისხლის სამართლის კოლეგია ფაქტიურად ვერ ფუნქციონირებს, რადგან იქ მოსამართლეები არ არიან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტს, მხედველობაში მიიღო  ეს განცხადება და მათზე კვლავ იმსჯელოს.

ლალი ლალიაშვილის და  ნონა თოდუას კანდიდატურებს კვლავ წარვადგენ, მათი თანხმობით, მესამე კანდიდატთან მიმართებაში ვყალიბდებით.

ანა დოლიძე კი საპარლამანეტო მდივნის ფუნქციას იტვირთებს. მისი პირველი საქმიანობა მოსამართლეების დამტკიცებას ეხება.

მოხარული ვარ რომ ასეთი მაღალი კვალიფიკაციის იურისტი  იმუშავებს ჩვენთან. „-განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, აყალიბებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდს, პრეზიდენტმა უპასუხა:

„ჩვენთან რომ განსაკუთრებული კვალიფიკაციის ადამიანები მუშაობენ, ეს პროცესი კავშირშია ჩემ მიმდინარე მანდატთან. „

გიორგი მარგველაშვილს თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს გახმოვანებულ ინიციატივაზეც, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, ჰკითხეს აზრი:

„არ არის გაუქმებული არნაირი სამსახური. არის პოზიცია რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. მინდა პრემიერ-მინისტრს დავეთანხმო, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, სწორია თუ არა, არ უნდა იყოს ერთი თანამდებობის პირის მიერ და უნდა განიხილოს მთავრობამ და უშიშროების საბჭომ. ამიტომ არ ვაფასებ გადაწყვეტილების სისწორეს, ვაფასებ -ფორმას.“

პრეზიდენტი თინა ხიდიაშელის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც საქართველოს ნატოს მაპი არ სჭირდება, რადგან  შავი ზღვის უსაფრთხოება ამის ალტერნატივაა:

„შავი ზღვის უსაფრთხოება არის თემა, რომელიც არაერთხელ წამოგვიწევია. აქ ალტერნატივაზე არ არის საუბარი. შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი რეგიონია, აქედან გამომდინარე მისი დაცულობა მნიშვნელოვანია. შესაბამისად ეს საკითხი და მისი ნატოს კონტექსტშიც განხილვა ადეკვატურია. „

გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ რუსეთი შავ ზღვაში აშშ-ს ფლოტს ცუდად აღიქვამს და რეაქცია ექნებათ, მარგველაშვილმა აღნიშნა:

„სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება ორი სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალ გადაწყვეტილებებზეა დაფუძნებული. თანამშრომლობა აშშ-თან  და ურთიერთობის გაღრმავება არასდროს არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ეს გამოწვევად არ უნდა აღიქმებოდეს. ამ თანამშრომლობის შედეგი უნდა იყოს ის, რომ უფრო სტაბილური გახდეს რეგიონი. „

ბრიფინგის ბოლოს პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის შეწყალებაზე დაუსვევს კითხვა:

„ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა ჩვენი ადმინისტრაციიდან. ვანო მერაბიშვილის შეწყალებას მე არ განვიხილავ“. -განაცხადა პრეზიდენტმა.

 

იტვირთბა....