ახალი ამბები მთავარი სამართალი

„პაპიძეს აქვს ფსიქიკური ნაკლი“: როგორი დასკვნა გამოუტანა ფსიქიატრმა მაგდა პაპიძეს

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი გრძელდება.

პროკურორის ინფორმაციით დადგინდა, რომ მოწმე მალხაზ ქაფიაშვილი, მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა, 2015 წლის 22 დეკემბერს დაბრუნდა საქართველოში.

ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ღამეს ამოღებულ ვიდეოჩანაწერში არ ფიქსირდება მაგდა პაპიძის მანქანა და არც ის, რომ მან ეზოში არსებულ ურნაში რაიმე გადაყარა.

მოწმის სახით დაიკითხა ქეთევან შევარდნაძე, ფსიქიატრი, რომელმაც ისაუბრა ბრალდებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

მისი თქმით, ბრალდებული მაგდა პაპიძე საუბრის დროს იშველიებს მხატვრულ ეპითეტებს, შედარებებს, ცდილობს გასცეს კითხვებს ამომწურავი პასუხი და გადმოსცეს სათქმელი პოეტურად, მხატვრულად, რაც მის ნათქვამს არაბუნებრიობას სძენს.

მისი განმარტებით, ბრალდებულს აფექტური აზროვნება აქვს. როგორც ის ამბობს, ხატოვნად საუბარიც ახლოსაა აფექტურ აზროვნებასთან. მაგდა პაპიძეს აღენიშნება ისტერიული პერსონოლოგიური აშლილობა და არის ეგოცენტრული. თუმცა ეს ყველაფერი მის შერაცხადობაზე გავლენას არ ახდენს.

მაგდა პაპიძე არის შერაცხადი და იმ ქმედებებისას, რაც ბრალად ედება, ფსიქიურად არ იყო აშლილი. მას შეეძლო გაეცნობიერებინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. მისი თქმით, პაპიძეს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც საკუთარი თავის დაცვაში უშლის ხელს.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს 2015 წლის 20 დეკემბერს ბრალად დასდეს შვილისა და ქმრის მკვლელობა. პაპიძე ბრალს არ აღიარებს, მან თავად ისურვა, რომ  მისი საქმე ნაფიცმსაჯულებს განეხილათ.

იტვირთბა....