მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ პროცესზე ციხის და ღუდუშაურის ექიმების დასკვნები წაიკითხა, რომლის მიხედვითაც მას დაზიანებები აღენიშნებოდა:
“22 დეკემბერს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემასახლეს, შემამოწმა მორიგე ექიმმა. მთელ სხეულზე აღმომაჩნდა სისხლნაჟღენთები და დაზიანებები, რომელიც ექიმმა დასკვნაში აღწერა. კერძოდ – ბეჭებზე, მხრებზე, მუცელზე, ბარძაყზე, მუხლზე, ხელებზე დაზიანებები და სისხლნაჟღენთები. ექიმმა ეს დასკვნაში დაწერა. ღუდუშაურის ექიმმაც ზუსტად ის დაზიანებები აღწერა, რაც ციხის ექიმს ჰქონდა დაფიქსირებული. მისი დასკვნით, დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნით არის მიყენებული და დაკავების თარიღს არ ეწინააღმდეგება. რაში დაგჭირდათ ჩემი წამება თუ ამდენი მტკიცებულებები და მოტივაცია გქონდათ”,- განაცხადა პაპიძემ.
გამომძიებელის განმარტებით, რომელიც მოწმის სტატუსით ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით იკითხება, პაპიძე დაკავებისას არავის უწამებია. აღმოჩენილი დაზიანებები კი შესაძლოა, მკვლობის ღამეს, დანაშაულის ჩადენისას და კვალის წაშლისას მიიღო.