ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების 6 მიზეზს ასახელებს

 

„ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

1- ეროვნული ბანკის შეცდომები, რომელმაც ნაადრევად და უსაფუძვლოდ შეარბილა მონეტარული პოლიტიკა, არასწორად შეაფასა რა ლარის მოკლევადიანი გამყარების პროცესი. კურსის მკვეთრი რყევის თავიდან ასაცილებლად გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა ეტაპობრივად 260 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც მიმოქცევაში დაახლოებით, 600 მილიონი ლარის გაშვებას ნიშნავდა. მან ეს არ იკმარა და ერთბაშად სამი მკვეთრი ნაბიჯი გადადგა – შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი, შეამცირა კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში მოზიდული თანხების დარეზერვების ნორმა და გაზარდა უცხოულ ვალუტაში დარეზერვების მოთხოვნები.

2 – მთავრობა ტრადიციულად აგრძელებდა არათანაბარზომიერ ხარჯვას, რაც იწვევდა ჩამორჩენას ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სამუშაოებში. ბოლო პერიოდში დაიწყო ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, ასევე წინასაარჩევნო გალამაზებითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაჩქარება. შედეგად შემოსავლებსა და ხარჯებს შორის წარმოქმნილი დანაკლისი შეავსო ძველი ნაშთებიდან აღებული ფულით, რომელმაც დღეისათვის 290 მილიონ ლარს მიაღწია.

3- მიუხედავად უცხოური ინვესტიციების ზრდისა, როგორც ჩანს, მას უფრო მატერიალური ფორმა აქვს, ვიდრე ფულადი (შაჰდენიზ 2-ის გაზსადენისთვის ტექნიკური საშუალებების შემოტანა და სხვა), რამაც ვერ შეავსო ვალუტის დეფიციტი (რომელშიც ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევიდან ვალუტის ამოღებას ლომის წილი უჭირავს).

4- კვლავინდებურად სახეზეა ექსპორტის კლება და სეზონური სამუშაოების გააქტიურების გამო, სავარაუდოდ, იმატა იმპორტმა (სტატისტიკური მონაცემები ჯერ არა გვაქვს).

5- ტურისტული ნაკადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მიაღწია ზრდის პიკს და იგი ვერ ფარავს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს.

6- არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ მოკლევადიან პერიოდში რომელიმე ბიზნესსუბიექტს გაუჩნდა უცხოურ ვალუტაზე დიდი მოთხოვნა, რაც ვერ დააბალანსა მოკლევადიანმა მიწოდებამ. თუ ეს ასეა, ამას ყველაზე კარგად ხედავს ეროვნული ბანკი, ამიტომ იგი სავალუტო ბაზარს ნაწილობრივ დაუბრუნებდა იმას, რაც წაართვა. რადგან ასე არ იქცევა ე.ი. მიზეზი სხვა რამეშია. ამ შემთხვევაში ეჭვი არ მეპარება ეროვნული ბანკის სწორ ქმედებებში. იგი აუცილებლად გააკეთებდა ინტერვენციებს ბაზრის დასამშვიდებლად. ესე იგი, პრობლემა უფრო სერიოზულია”, – განმარტავს გოცირიძე.

იტვირთბა....