ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

”ჩვენ არ გვყავს საზღვაო ძალები და კიდევ კარგა ხანს არ გვეყოლება“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიასთან შეხვედრაზე საქართველოში საზღვაო ძალების არ ყოფნის მიზეზები განმარტა:

”ჩვენ არ გვყავს საზღვაო ძალები და შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ კარგა ხანს არ გვეყოლება. საზღვაო ძალების შექმნა ეს არ არის მხოლოდ მოტივირებული სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც მხოლოდ კარგი სასწავლო პროგრამები აქვთ გავლილი. საზღვაო ძალები რომ გყავდეს, ამას სჭირდება ის საშუალებები, რომელიც ჩვენ არ გვყავს და რომელიც ძალიან ბევრი ასეული მილიონი ღირს. ამის ფული საქართველოს არა აქვს”,- განაცხადა ხიდაშელმა.

იტვირთბა....