თინა კანდელაკის ქორწინებას ჟურნალი ELLE ეხმაურება. ჟურნალის საიტზე განხილულია კანდელაკის ახალი რჩეული და მისი ვინაობა.
კანდელაკი ახალ რჩეულს თითქმის 10 წელი მალავდა.
ორი დღის წინ კი, ევრო 2016-ზე რუსეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების ტრიუმფალური ფრის შემდეგ ტელეწამყვანმა “ტვიტერზე” დაწერა: “ქმარი ექსტაზშია! მეც! მშობლიურმა მეზობელმა იმედი არ გამიცრუა!”
თინას პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თაყვანისმცემლები ვარსკვლავს ულოცავდნენ და იქვე არკვევდნენ, როდის მოასწრო კანდელაკმა ქორწილის გადახდა და ვინ არის წამყვანის ახალი რჩეული.
კანდელაკის რჩეული 29 წლის ვასილი ბროვკოა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია “როსტეხის” თანამშრომელია.