ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან ვარშალომიძე აჭარაში ბრუნდება

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი იქნება.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ “რუსთავი 2”-თვის  მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ლევან ვარშალომიძის თქმით, დღეს რეგიონის მთავარი პრობლემა, ხელისუფლების უსუსურობაა, რადგან ადგილზე ვერც ერთ ბიზნესმენს, ვისაც ფულის ჩადება უნდა, პასუხს ვერ ეუბნებიან და პროექტებით ხელში ჩამოსული ინვესტორები უბრალოდ გარბიან. მისი თქმით 4 წლის განმავლობაში რეგიონმა 3 მილიარდის ინვესტიცია, ხალხმა კი 300 მილიონი დაკარგა, რომელსაც უცხოური ინვესტიციებიდან ხელფასის სახით მიიღებდა.

იტვირთბა....