ჯანდაცვა

ბრიტანელი მეცნიერების დიეტა დღეგამოშვებით 1 თვეში იკლებთ 6 კგ-ს

დიეტა, რომლის დროსაც შიმშილი დღე გამოშვებით არის დაშვებული, ბრიტანელი მეცნიერების მიერ ერთ-ერთ საუკეთესოდ არის მიჩნეული.

 

თუ თქვენ დღეს არაფერი გიჭამიათ, ხვალ შეგიძლიათ მიირთვათ ნამცხვარი, ბურგერი, ჩიფსი ან შემწვარი კარტოფილი. ასეთ კვებით რეჟიმს ბრიტანეთში ეწოდება „მეორე დღის დიეტა“, მას პოპულარობა მოუტანა დოკუმენტალურმა გადაცემამ, რომელსაც არხ BBC-ზე გადმოსცემდნენ.

გადაცემის ავტორი მედიკოსი და ჟურნალისტი მაიკლ მოსლი ყვებოდა თუ როგორ გამოსცადა „მეორე დღის დიეტის“ ვარიაცია სახელწოდებით 5/2, რომლის დროსაც ადამიანი ნორმალურად იკვებება კვირაში 5 დღე და იღებს მხოლოდ 500 კალორიას დარჩენილ 2 დღეში. შედეგად ექიმმა მოსლიმ ერთი თვის განმავლობაში დაიკლო 6 კილოგრამზე მეტი, ცხიმის შემცველობა მის ორგანიზმში შემცირდა 25%-ით. გაუმჯობესდა ისეთი მაჩვენებელები როგორებიც არიან ქოლესტერინი და გლუკოზა სისხლში.

მეცნიერება ამტკიცებს, რომ ამგვარი კვების ტიპი დაეხმარება ადამიანს არა მხოლოდ ზედმეტი წონის დაკლებაში, არამედ გაუხანგძლივებს სიცოცხლეს და შეამცირებს ისეთი დაავადებების წარმოქმნის რისკ როგორებიც არიან კიბო, დიაბეტი და ალცჰეიმერის დაავადება.

ზემოთ დაწერილის მიუხედავათ ეს რეჟიმი ჯანსაღი კვების სპეციალისტების კრიტიკას იწვევს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დაკარგული კილოგრამები უკან დაბრუნდებიან დიეტის დასრულებისთანავე. თვითონ დიეტამ კი თეორიულად შეიძლება გამოიწვიოს კვებითი დარღვევები.

4lady.ge

იტვირთბა....