ეს არის ძალიან ეფექტური და მარტივი დიეტა, რომელიც სწრაფად დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში.
დიეტის პლუსებია:
ის მარტივი დასაცავია, არ ახლავს შიმშილის გრძნობა
მისი დახმარებით 10 დღეში თქვენ დაიკლებთ 5-7კილოგრამს
დიეტის დროს დაშვებულია მხოლოდ ცილოვანი და ვიტამინური პროდუქტის მიღება. ცხიმები და ნახშირწყლები გამორიცხულია, აგრეთვე ტაბუ ადევს სოუსებს და საწებლებს, კეჩუპს, მაიონეზს და ა.შ. მარილი დაშვებულია მცირე რაოდენობით. დიეტის ცილოვანი და ვიტამინური კომპონენტების მიღება აუცილებელია ცალცალკე – სხვადასხვა დროს. დიეტის დროს რეკომენდირებულია მინერალური ან ჩვეულებრივი წყლის, უშაქრო ჩაის და ბალახეული ნაყენების მიღება – რაოდენობა შეზღუდული არ არის. სხვა სასმელი(ლიმონათი, წვენები, ლუდი, ალკოჰოლი და ა.შ) აკრძალულია. საკვები დღეში 6-ჯერ უნდა მიიღოთ, ყოველ 2,5 საათში ერთხელ.
8:00 – ორი მოხარშული კვერცხი (ცილოვანი კომპონენტი)
10:30 – ერთი გრეიფრუტი (ვიტამინური კომპონენტი)
13:00 – 200გრ მოხარშული უცხიმო ხორცი (ცილოვანი კომპონენტი)
15:30 – ორი ვაშლი (ვიტამინური კომპონენტი)
18:00 – 200გრ მოხარშული თევზი (ცილოვანი კომპონენტი)
20:30 – ერთი დიდი ფორთოხალი (ვიტამინური კომპონენტი)
სხვა დაშვებული ცილოვანი კომპონენტებია:
უცხიმო ხაჭო
დაბალცხიმიანი ყველი
უცხიმო ფრინველის ხორცი
ვიტამინური კომპონენტებად გამოდგება არა მარტო ხილი არამედ უმი ან მოხარშული ბოსტნეული:
ჭარხალი, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ტაბუ ადევს ტკბილ ხილს, ყურძენი, ბანანი, გარგარი, ხურმა, ბოსტნეულიდან აკრძალულია კარტოფილი.
თუ სასურველი შედეგის მისაღწევად გესაჭიროებათ მეტი კილოგრამების დაკლება, დიეტის განმეორება შესაძლებელია 1-2 კვირიანი შესვენებეის შემდეგ.