ახალი ამბები მთავარი

“არქიმანდრიტი გაბრიელი თავს ძალიან უხერხულად გრძნობს და ბოდიშს იხდის”

შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც არქიმანდრიტი გაბრიელი საზოგადოებას ბოდიშს უხდის:
“არქიმანდრიტი გაბრიელი თავს ძალიან უხერხულად გრძნობს და ბოდიშს იხდის საზოგადოების წინაშე მომხდარი ინციდენტის გამო. ასევე თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, ნუ მოძებნიან ამ სიტუაციაში მტყუან-მართალს, რადგან აღნიშნული მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მრწამსს და მორალს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გაბრიელ კახელიშვილმა სამართალდამცველების მხრიდან სასტიკად ცემაზე ისაუბრა,  თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა.

იტვირთბა....