ახალი ამბები მთავარი

სამი მილიონი ბრიტანელი რეფერენდუმის ჩატარებას ხელმეორედ ითხოვს

უკვე სამმა მილიონმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც ხელმეორედ ითხოვენ ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას. ამის შესახებ გერმანული გამოცემა  „დოიჩე ველე“ იუწყება.

პეტიციის განსახილველად საკმარისია 100 ათასი ხელმოწერის შეგროვება.

გამოცემის მიხედვით, დარეგისტრირდა 46,5 მილიონი ამომრჩეველი, რეალურად კი, საარჩევნო უბნებზე 33,5 მილიონი გამოცხადდა. საარჩევნო უბნებზე მთლიანობაში 72,1 % გამოცხადდა, რაც დიდი ბრიტანეთისთვის 1997 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

იტვირთბა....