ახალი ამბები მთავარი

“პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უზრუნველყოს სასულიერო პირის უსაფრთხოება”: უჩა ნანუაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი   ინფორმაციას, რომ ლანჩხუთში პოლიციამ სასულიერო პირი სასტიკად ცემა, განცხადებით ეხმაურება:

 

“საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უზრუნველყოს სასულიერო პირის უსაფრთხოება. გამოძიების პროცესში არ დაუშვას პოლიციის იმ თანამშრომლების მონაწილეობა, რომელთა მიმართაც არსებობს ძალადობის ვარაუდი.

სახელმწიფოს ვალია განსაკუთრებული ყურადღებით, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს თითოეული შემთხვევა, სადაც პოლიციის მხრიდან უფლებასმოილების გადამეტების ვარაუდი არსებობს.

სახალხო დამცველი დეტალურად შეისწვალის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ აღნიშნულ ინფორმაციას და მოახდენს შესაბამის რეაგირებას,”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი მამა გაბრიელ კახელიშვილი აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ

იტვირთბა....