პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური ოთხწლიანი გეგმა ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, რაც 2020 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს:
“ 3 წელიწადში ანაკლიაში დასრულდება პირველი ფაზა, პირველი ღრმაწყლოვანი პორტის საქართველოში, რომელიც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. ჩვენ უახლოეს დღეებში უკვე კონტრაქტს ვაწერთ ხელს, რომლის მიხედვითაც ინვესტორები დაიწყებენ მუშაობას.
ჩვენ ზურგი უნდა შევაქციოთ ნეგატივს და უნდა ვიქციოთ პირი პოზიტივისკენ, უნდა ვიფიქროთ ჩვენი თანამოქალაქეების ნუგეშისცემაზე, უნდა ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე და ამ მიზნების გარშემო უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველანი ერთად ამას შევძლებთ. ჩვენ ყველანი ერთად ჩვენს საქართველოს ავაგუგუნებთ,” – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.