დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციას თითქმის 24 საათში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
ამავდროულად, 100 ათასზე მეტი ხელმოწერა დააგროვა პეტიციამ, რომელიც დიდი ბრიტანეთისგან ლონდონის გამოყოფას ითხოვს. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში 23 ივნისის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პეტიცია, რომელიც 100 ათასზე მეტ ხელმოწერას დააგროვებს.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 51,9 პროცენტმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.