ახალი ამბები მთავარი

” ცხვირ-პირის მტვრევა და მუშტი-კრივი რომ არ იყოს…”-კალაძე პრემიერის ინიციატივას ეხმაურება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე  ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერის ინიციატივას შეეხო. მისი თქმით, კანონი გამკაცრდა ჩხუბთან დაკავშირებით:
”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისეთივე საშინელება არ განმეორდეს, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან მძიმე, ხელისუფლებისთვისაც, მმართველი პარტიისთვის და ყველანაირი პრევენცია იქნება განხორციელებული. ასევე იცით, რომ პრემიერის ინიციატივით მკაცრდება კანონი ჩხუბთან დაკავშირებით, რომ ეს ცხვირ-პირის მტვრევა და მუშტი-კრივი არ იყოს გამართული. საარჩევნო პროცესი უნდა ჩატარდეს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სტრუქტურებს შესაძლებლობა ექნება, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები გამკაცრდება.

შესაბამისი ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რასთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადების დავალებაც მან იუსტიციის მინისტრს მისცა.

იტვირთბა....