ჯანდაცვა

იოგურტი ქატოთი ან 1 მოხარშული კვერცხი: 10 დღეში იკლებთ 8 კგ-ს

ქატოს დიეტა გამოცდილი და ეფექტური საშუალებაა წონის კორექციისთვის.

ეს დიეტა მისცემს ადამიანს საშუალებას, მარტივად დაიკლოს 5-7კილოგრამი 1-2 კვირის განმავლობაში.

რეკომენდირებულია ქატოს დიეტის დროს ამოიღოთ ან მაქსიმალურად შეამციროთ მარილის რაოდენობა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში გართულდება წონის კონტროლი.

მიახლოებითი მენიუ ქატოს დიეტის დროს:

საუზმე: იოგურტი ქატოთი ან 1 მოხარშული კვერცხი 1 ნაჭერი ქატოს პურით.

წახემსება: ვაშლი და ცოტაოდენი ქატო.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი+ქატოს პური, ან ხაჭო ან თევზი+ცოტა ქატო.

წახემსება: ნებისმიერი ხილი+ქატო.

ვახშამი: მოხარშული თევზი ან ხორცი+ქატო.

მიიღეთ დღეში 2 ლიტრამდე წყალი. თუ გაქვთ დრო მიირთვით ქატო კვებამდე 20-40 წუთით ადრე, რადგანაც უჯრედისი მოასწრებს ნაწილობრივ დანაყრების გრძნობის წარმოქმნას.

დიეტის დაცვა არ შეიძლება, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამწვავების პერიოდში.

ქატოს დიეტის მეორე ვარიანტი:

ეს დიეტა საკმაოდ მკაცრია და ემსახურება წონაში სწრაფ დაკლებას. დღეში სამჯერ მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ქატო და მიაყოლეთ 1-2 ჭიქა წყალი. ქატოს მიღებიდან 3 საათის განმავლობაში არ შეიძლება საკვების მიღება. დანარჩენი რაციონი უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისგან, ხილისგან, უცხიმო მოხარშული ხორცი და თევზისგან, არ დაივიწყოთ რძის პროდუქტი და კვერცი. იდეალურად ითვლება თუ დღიურ კალორიების ნორმას დაიყვანთ 1200-1300 კკალ-მდე. დიეტის სიმკაცრის გამო მისი ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს, გამეორება შესაძლებელია ერთი თვის შემდეგ.

იტვირთბა....