ამერიკის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ბრიტანეთის მიერ რეფერენდუმით ევროკავშირის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მწუხარებას გამოთქვამს:
“ველაპარაკე პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს. დევიდი არის გამორჩეული მეგობარი და პარტნიორი და ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, ევროკავშირიდან ორგანიზებულად გავიდეს. შევთანხმდით, რომ ჩვენი ეკონომიკური და ფინანსური ჯგუფები მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ ეკონომიკური განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ასევე ვესაუბრე კანცლერ მერკელსაც და შევთანხმდით, რომ შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები მომავალშიც ერთად იმუშავებენ. მიუხედევადა იმისა, რომ იცვლება დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა ევროკავშირთან, ჩვენი, ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობა არ შეიცვლება. ის ძველებურად გაგრძელდება. ასევე ევროკავშირი დარჩება ჩვენ შეუცვლელ პარტნიორად. ნატოს ალიანსი დარჩება გლობალური უსაფრთხოების ქვაკუთხედად,” – განაცხადა ბარაკ ობამამ.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირიდან გასვლა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს.