ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში მეათე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში მშენებარე კორპუსის მე-10 სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა.

მამაკაცი, რომელიც  მშენებლობაზე მუშად მუშაობდა,  სხეულის მრავლობითი მოტეხილობით და დაზიანებით   ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს.

ექიმების  ინფორმაციით, პაციენტი ამ დრომდე უგონოდ არის და მისი  ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა და მეორე სართულზე დაეცა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო და სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა ბათუმში 24 მაისს, დღის პირველ საათზე მოხდა.

იტვირთბა....