ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას ითხოვს

ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის ხელახლა ჩატარების შესახებ პეტიციას მოაწერა ხელი. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

პეტიციაში  555 000-ზე მეტი ადამიანი მოითხოვს ევროკავშირში წევრობის საკითხზე რეფერენდუმის შესახებ ახალი რეგულაციის დაწესებას.

ამ ინიციატივის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმში მონაწილე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელმაც 100 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა რეფერენდუმის შედეგად ევროკავშირი დატოვა.

 

იტვირთბა....