ახალი ამბები მთავარი

“მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არ აქვს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„ბრიტანელთა უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, თუმცა პირადად მე ვუერთდები ჩვენი კონტინენტის იმ ლიდერებს, რომლებიც სინანულს გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არ აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება. ეს რეფერენდუმი ვერ შეცვლის იმას, რომ ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია მსოფლიოში, რომლის ძალა და სიმტკიცე კიდევ უფრო გაიზრდება. დადგა საკუთარ თავზე დაკვირვების და, ამასთანავე, კონსოლიდაციისა და განახლების დრო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები და კიდევ უფრო განმტკიცდეს და იაროს წინ. შესაბამისად, იმედის თვალით შევყურებ მომდევნო თვეებს, როცა ევროკავშირი შეასრულებს ისეთი ძლიერი ლიდერის როლს სამეზობლოში, როგორც ეს მსოფლიოში მის კუთვნილ ადგილს შეეფერება”, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

იტვირთბა....