სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან მამაკაცების – 70 წლის, ხოლო ქალების 65 წლის ასაკიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონი მიიღო.
პროექტის განხორციელება დაახლოებით 116 ბრალდებულის და მსჯავრდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული კანონით ამნისტია შეეხება იმ ტიპის ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რომელმაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამასთან, ამნისტია არ გავრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის” 118-ე და 344-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
კანონი ფრაქცია ეროვნული ფორუმის მიერ იყო ინიცირებული.