ჯანდაცვა

რეცეპტი: 13-დღიანი ეფექტური დიეტა, რომლითაც 8 კგ-ს იკლებთ

„თბილისის ფორუმზე“ ერთ-ერთი წევრი საკუთარ დიეტას ასაჯაროებს, რომლითაც 13 დღეში 8 კგ დაიკლო.

„დიეტა გრძელდება 13 დღე და დაიკლებთ, დაახლოებით, 7-8 კილოგრამს. მე-14 დღეს შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი საკვები , მხოლოდ ზომიერად. ეს დიეტა მოაწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და 3 წლის განმავლობაში წონაში არ მოიმატებთ. დიეტის ჩატარების პერიოდში აუცილებელია ვარჯიში და მასაჟი.“

ორშაბათი

საუზმე: შავი ყავა უშაქროდ.

სადილი: 2 კვერცხი, 1 პომიდორი და მწვანილის სალათი.

ვახშამი: დიდი ბივშტექსი მცირე რაოდენობის მცენარეულ ზეთში შემწვარი.

სამშაბათი

საუზმე: შავი ყავა უშაქროთ და ორცხობილით.

სადილი: დიდი, შემწვარი ბივშტექსი მწვანე სალათითა და პომიდვრით.

ვახშამი: სუფი.

ოთხშაბათი

საუზმე: შავი ყავა უშაქროდ და ორცხობილით.

სადილი: დიდი ბივშტექსი მწვანე სალათით.

ვახშამი: 2 კვერცხი უცხიმო, ლორით.

ხუთშაბათი

საუზმე: შავი ყავა უშაქროდ და ორცხობილით.

სადილი: კვერცხი, 1 სტაფილო, ყველი.

ვახშამი: ხილის სალათი, 1 ჭიქა კეფირი.

პარასკევი

საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმონით.

სადილი: თევზი (ერთი პორცია) და პომიდორი.

ვახშამი: დიდი ბივშტექსი მწვანე სალათით.

შაბათი

საუზმე: შავი ყავა უშაქროდ და ორცხობილით.

სადილი:უცხიმოდ შემწვარი ქათამი, მწვანე სალათა.

ვახშამი: დიდი ბივშტექსი, მწვანე სალათა.

კვირა

საუზმე: ჩაი უშაქროდ.

სადილი: ღორის, ან სხვა ხორცი შამფურზე, მწვანე სალათი.

ვახშამი: რასაც ისურვებთ, მხოლოდ ზომიერად.

სასმელი: მხოლოდ წყალი (ჩვეულებრივი, ან მინერალური). სტაფილო შეიძლება შეიცვალოს პომიდორით და პირიქით.

იტვირთბა....