მთავარი პოლიტიკა საზოგადოება ჯანდაცვა

“მართლაც დავეცი, სასტუმროს აბაზანაში…”: თამაზ მეჭიაური ინფორმაციას ავრცელებს

 

ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მოწამვლასთან დაკავშირებით, თავად მეჭიაური ეხმაურება. როგორც „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიის ხელმძღვანელი აცხადებს, ჯანმრთელობას არ უჩივის:

„ყველას დიდი მადლობა, ვისაც ეწყინა და, მათაც, ვისაც გაეხარდა))) რაც წერია ნაწილობრივ მართალია… მართლაც დავეცი, ოღონდ, სასტუმროს აბაზანაში…მოწამვლა ფაქტიურად გამორიცხულია, რამეთუ მშიერი ვიყავი….მართალია დელეგაციაში ყველა ნატოს ფანატები იყვნენ, ჩემს გარდა(პაატა ბარათაშვილი, ზურა მელიქიშვილი), მაგრამ მათთან ვმეგობრობ და არ მომწამლავდნენ, თუნდაც ნატოს გამო)))) თანაც, ვერა, რადგან მხოლოდ საკუთარი კონიაკი დამაქვს და მათაც ვასმევ… ასე რომ, ისინი უფრო მიფრთხილდნენ)))) ყველამ გაიხარეთ!!!!“ – წერს მეჭიაური.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერდა:

„თამაზ მეჭიაური მოწამლეს?!

14 ივნისს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრნენ ლიტვაში. ისინი დაბინავდნენ ვილნიუსის ერთ-ერთ სასტუმროში. იმავე დღეს გამართეს შეხვედრები სხვადასხვა დონეზე. 15 ივნისს, შუადღეს, როცა თამაზ მეჭიაური გამოსვლას აპირებდა სასტუმროდან, გონება დაებინდა და იატაკზე დაეცა სახით. როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს, ამ მდგმარეობაში ნახა კომიტეტის აპარატის უფროსმა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ექიმების დახმარების შემდეგ თამაზ მეჭიაური გონს მოვიდა. ისინი ითხოვდნენ სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანას. თუმცა დეპუტატმა ამაზე უარი განაცხადა, მკურნალობა განაგრძო სასტუმროს ნომერში, შემდეგ კი გადმოფრინდა თბილისში. იგივე წყაროს ცნობით, თამაზ მეჭიაურს სახეზე და გულ-მკერდის არეში აღენიშნება დაჟეჟილობები, ის სავარაუდოდ მოწამლეს!“.

იტვირთბა....