ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ვერ ვუსმენ, არ შემიძლია, გამიყვანეთ დარბაზიდან” – რატომ მიმართა ასე მაგდა პაპიძემ მოსამართლეს

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

ექსპერტის, ელენე ჭითანავას დაკითხვისას, რომელიც გვამებს იკვლევს, მაგდა პაპიძემ მოითხოვა, რომ დარბაზიდან გაეყვანათ. “ვერ ვუსმენ, არ შემიძლია”- უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.

სასამართლომ ბრალდებულის თხოვნა დააკმაყოფილა და ის დარბაზიდან გაიყვანეს.

სანამ პაპიძეს გაიყვანდნენ მოკლულის ძმამ, მალხაზ ქაფიაშვილმა მას მიაძახა: “ახლა აღარ შეგიძლია?”, რაზეც პაპიძემ უპასუხა: “გაჩერდი, რა!”.

ამის შემდეგ მალხაზ ქაფიაშვილმაც დარბაზი დატოვა.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ბრალად ედება შვილისა და ქმრის მკვლელობა. ის ბრალს არ აღიარებს და ამის დასამტკიცებლად მოითხოვა მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. სამართალდამცავებმა ბრალდებული მაგდა პაპიძე 19 დეკემბერს დააკავეს.

იტვირთბა....