საფრანგეთის “ნაციონალური ფრონტის” ლიდერი მალინ ლეპენი ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმს აფასებს და აცხადებს, რომ საფრანგეთშიც უნდა ჩატარდეს მსგავსი რეფერენდუმი.
აღსანიშნავია, რომ ლე პენი რეფერენდუმის ჩატარებამდე ცოტა ხნით ადრეც ამბობდა, რომ საფრანგეთმაც უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.
“მნიშვნელობა არ აქვს რა შედეგით დასრულდება დიდ ბიტანეთში რეფერენდუმი. ევროკავშირი კოლაფსის პირასაა და ჩვენც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება გვინდა თუ არა ევროგაერთიანება. საფრანგეთს ათასჯერ მეტი მიზეზი გააჩნია იმისთვის თუ რატომ უნდა დატოვოს ევროზონა”. – განაცხადა ლე პენმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 51.9%-მა გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, შესაბამისად, 48.1%-მა დარჩენას.