ახალი ამბები კულტურა მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კოვბოის ქუდი და ამერიკული აქცენტი: BBC ქართველი ქუჩის მუსიკოსით დაინტერესდა

 

BBC ქართველ მუსიკოს, შოთა ადამაშვილზე წერს.

გავლენიანი გამოცემის ტექსტის მიხედვით: „ცოტა მომღერალი თუ მოიძებნება, ვინც შოთა ადამაშვლის მსგავსად მღერის ქანთრის. ის ერთადერთია საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც აზიისა და ევროპის საზღვარია. მისი კოვბოის ქუდი, ფეხსაცმელები და დამაჯერებელი სამხრეთული აქცენტი ბევრს შეცდომით აფიქრებინებს, რომ შოთა ამერიკელია. ის კი არასდროს ყოფილა შტატებში და ინგლისური ენა ქანთრის მუსიკისა და ტექსტების სმენით ისწავლა.“ – წერს BBC.

გამოცემა ტექსტთან ერთად, ადამაშვილის სიმღერის და მცირე ინტერვიუს აუდიო ვერსიას ავრცელებს.

 

იტვირთბა....