aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

52% ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა: უკვე ქემერონის გადადგომას ითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ევროკავშირი შესაძლოა დაიშალოს. ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მოსახლეობის 52% ევროკავშირიდან გასვლის, 48% კი, დარჩენის მომხრეა.

ამ ეტაპზე რეფერენდუმზე დაფიქსირებული ხმების 99% დათვლილია.
ლონდონსა და შოტლანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიაში ხმა ევროკავშირში დარჩენის სასარგებლოდ მისცეს, თუმცა უელსსა და ინგლისის საგრაფოებში ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირეს მხარი.
რეფერენდუმის ოფიციალურ შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. თუმცა წინასწარი მონაცემების ფონზე ფუნტ სტერლინგის კურსი, ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე დაბლა დაეცა. პარლამენტის კონსერვატორი წევრები კი უკვე დევიდ ქემერონის გადადგომას ითხოვენ.

იტვირთბა....