ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადიდებული მდინარე და მეწყერი: ლარსის მიმართულებით მოძრაობა გადაკეტილია

მეწყერის საშიშროებისა და მდინარე თერგის ადიდების გამო, ლარსის მიმართულებით მოძრაობა შეწყვეტილია. ადგილობრივების ინფორმაციით,  მდინარე თერგის დონემ საგრძნობლად მოიმატა და მისი გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის საფრთხე არსებობს.

არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დევდორაკის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. საბაჟო გამშვები პუნქტი ”ყაზბეგის” თანამშრომლები ერთ-ერთ მონასტერში გადაიყვანეს.

პრევენციის მიზნით, ორმხრივი მოძრაობა დროებით გადაკეტილია. საბაჟოზე ყველანაირი ავტოტრანსპორტისა და ფიზიკური პირის გადაადგილება ამ ეტაპზე შეჩერებულია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელდება.

 

იტვირთბა....