ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„მოვუმზადო ტანსაცმელი ორივეს“: რითი ამტკიცებს გამოძიება, რომ მაგდა პაპიძემ შვილი განზრახ მოკლა

 

მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის არსებით განხილვაზე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, კვლავ ამ საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ნუგზარ ნათელაშვილი მოწმის სახით იკითხება. მან იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც მიუთითებს, რომ 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილი ბრალდებულის მიერ განზრახაა მოკლული.

გამომძიებლის თქმით, ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ შვილს სასუნთქი გზები გადაუკეტა, მან იცოდა ამას რა შედეგიც მოჰყვებოდა.

“თუ ბავშვის გაჩერება გინდა მხოლოდ პირზე ხელის აფარება საკმარისია, ხოლო თუ განზრახ მკვლელობა გაქვს დაგეგმილი – პირზე და ცხვირზე უნდა ააფარო ხელი. პაპიძემ ხელი ცხვირზეც ააფარა, სასუნთქი გზები გადაუკეტა და იცოდა ამას შედეგად რა მოჰყვებოდა, ამიტომ ეს განზრახვა იყო. მანამდეც, მის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში ეწერა – მოვუმზადო ტანსაცმელი ორივეს, გადავაფარო “სიდენიებს” პარკები და ასე შემდეგ, რითაც ბავშვის მკვლელობის განზრახვამდე მივდივართ. ამასთან, შვილი დასთან ლანა პაპიძესთან შეეძლო დაეტოვებინა”, – განაცხადა ნუგზარ ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის აღნიშნულ დანაშაულს არ აღიარებს, მისი მოთხოვნით საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ნუგზარ ნათელაშვილი მეორე დღეა მოწმის სახით იკითხება.

იტვირთბა....