ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მე მსურს ყველა მტკიცებულება იყოს საჯარო“: მაგდა პაპიძე პროცესზე განცხადებას აკეთებს

 

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის არსებითი განხილვა დღეს კვლავ გამომძიებლის, ნუგზარ ნათელაშვილის მოწმის სახით დაკითხვით გაგრძელდა.

ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სხდომაზე განცხადება გააკეთა. ის გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის განცხადებას, სადაც დოლიძე  ითხოვდა სხდომა დახურულიყო. მაგდა პაპიძემ განაცხადა, რომ მან თავად მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

“მე მსურს ყველა მტკიცებულება იყოს საჯარო. ამას მოვითხოვდი პირველივე დღიდან. არაფერი მაქვს დასამალი. მე თავად მინდოდა და მოვითხოვე, რომ ყველაფერი საჯარო ყოფილიყო საზოგადოებისთვის, მედიისთვის, გარდა პირადი მიმოწერებისა. მჯერა სასამართლოს პროფესიონალიზმის” – აღნიშნა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძეს ბრალად ედება მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობა. მიმდინარეობს ბრალდების მხარის მიერ მოწმეების დაკითხვა. ამჟამად იკითხება გამომძიებელი, ასევე იგეგმება ექაპერტების დაკითხვა. ბრალდებული მაგად პაპიძე 19 დეკემბერს დააკავეს. მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....