„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრფინგზე „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სასამართლომ ტელეკომპანიის მიმართ კვლავ დაარღვია კანონი:
„ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ ჩვენ წინააღმდეგ, რითაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ სასამართლოში რაც მიმდინარეობს, სრული ფიქციაა და „რუსთავი 2“-ის შტურმით აღება უნდათ.
გადაწყვეტილების ჩაბარება ვალდებულებაა არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, მხარე თავად უნდა მივიდეს სასამართლოში და ჩაიბაროს. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით და ბოლომდე გამოვიყენებდით ვადებს, მათ შორის სააპელაციოში. ამის მიუხედავად სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც როგორც აღმოჩნდა 12 დღეში დაწერა. ეს გადაწყვეტილება 76 გვერდისგან შედგება. გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია, რადგან კანონდარღვევაა. გადაწყვეტილების გამოგზავნის ინსტიტუტს სასამართლო არ იცნობს, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა სოციალურად დაუცველია პირი, ან პატიმარი… რეალური შედეგი ისაა, რომ სასამართლოს მცდელობით გასაჩირვებისთვის 18 დღე მოგვპარეს, ასევე მოპარეს 18 დღე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ვერ მოასწროს დადგენილების გამოტანა და გარკვევა 52-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელსაც ვასაჩივრებთ. ერთ-ერთ მხარეს გადაეცა ეს გადაწყვეტილება და აქედან ვფლობთ ინფორმაციას.
სასამართლომ მორიგ ჯერზე დაარღვია კანონი, გვაჩვენა რომ დაინტერესებული მხარე ისაა და გამოგვიგზავნა. ფოსტის მუშაკებმა ლამის შტურმით სცადეს ჩვენი თუ ადვოკატების ოფისის აღება, რაც არ გამოუვიდათ.
ღია ეთერში ვაცხადებთ, დროზე ადრე ამ გადაწყვეტილებას არ ჩავიბარებთ. მივმართავ იუსტიციის საბჭოს და უმაღლეს სასამართლოს, მოვითხოვთ თქვენ განმარტებას, რა ქმედებებია ეს, საიდან იწყება საკასაციო საჩივრის ვადა ჩვენთვის, რატომ გამოგვეგზავნა ეს გადაწყვეტლება კანონ-დარღვევით…
მთავარ პროკურატურას მოვუწოდებ, დაიწყოს გამოძიება. საქართველოს პრეზიდენტს მივმართავ: ძვირფასო, ბატონო გიორგი მარგველაშვილო, ამ ქვეყანაში კანონგარეშედ ვართ დატოვებული. კონსტიტუციით გევალებათ თითოეული პირის უფლებების დაცვაი. ველით პასუხს თქვენგან.
მივმართვა დავით უსუფაშვილს: თუ სინდისი და ღირსება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე არ გაქვთ გაცვლილი, შეისწავლეთ ეს საკითხები, რადგან მაღალკვალიფიციური იურისტი ბრძანდებით. ვართ თუ არა ამ ქვეყნის მოქალაქეები და გვაქვს თუ არა უფლებები.
თუ გნებავთ ჩვენი დასისხლიანებული სახეების ყურება დარბევის შედეგად, მიიღებთ ამ სახეებს. მაგრამ აქედან არ გავალთ, მოგიწევთ ამ სახეების ყურება, მოგიწევთ „რუსთავი 2“-თან ერთად არჩევნების ჩატარება, და როგორც ჩანს არჩევნების წაგება, რადგან ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ „რუსთავი 2“ არ იყოს და როგორც ჩანს, თუ „რუსთავი 2“ იქნება ოქტომბრამდე, თქვენი ბედი გადაწყდება. ..“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.