ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ივანიშვილი: „კარგი იქნებოდა, გამოძიება მერაბიშვილზე თავის დროზე დაწყებულიყო“

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება თავის დროზე დაწყებულიყო.

“გამოძიება დაიწყო და უკვე ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა “რუსთავი 2”-ს, რომ დააყენოს, სურვილები იკვეთება კითხვაში. კითხვა უნდა იყოს უფრო კორექტული. გამოძიება დაიწყო და გამოძიებას დაველოდოთ ეს იქნება პასუხი. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ გამოძიება თავის დროზე დაწყებულიყო.“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო. მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა. “პარასკევს, გვიან ღამით, შაბათს დილას 2-ის ნახევარზე გამომიყვანეს ციხიდან, ჩამსვეს მანქანაში თავზე გადამახურეს ჩემივე მოსაცმელი და წამიყვანეს ჩემი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. იმ კაბინეტში დამხვდა ორი ადამიანი. პირადად მთავარი პროკურორი ფარცხალაძე დამემუქრა, რომ თუ “ვითანამშრომლებდი” ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ასევე მივაწვდიდი ინფორმაციას სააკაშვილის “ნაშოვნი ფულის” ადგილსამყოფელზე, მაშინ მომცემდა შანსს ქვეყნიდან გასვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში გამიუარესდებოდა პირობები და ჩემს პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მეგობრებსაც დაიჭერდნენ”.- თქვა მერაბიშვილმა.

იტვირთბა....