ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახლახანს: აღმაშენებლის გამზირზე აფეთქება მოხდა

 

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე,  ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილას,  აფეთქება მოხდა – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„მეტრონომს“ შსს-მ შემთხვევა დაუდასტურა. პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანებულია ორი მუშა, რომლებიც, ზედაპირული დამწვრობით, საასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, ცეცხლი ტრანსფორმატორს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მუშები ძაბვის განაწილებას ახდენდნენ.