ახალი ამბები მთავარი სამართალი

სისხლიანი ტანსაცმელი: რაზე მეტყველებს სისხლის კვალი ტანსაცმელზე, რომელიც მაგდა პაპიძეს მკვლელობის ღამეს ეცვა

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიზის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. მოწმის სახით ისევ საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი ნუგზარ ნათელაშვილი იკითხება.

ამჯერად სასამართლოზე წარმოადგინეს ნივთმტკიცებები – მოკლული ომარ ქაფიაშვილის და 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილის ის ტანსაცმელი, რომელიც მათ მკვლელობის ღამეს ეცვათ. ასევე წარმოადგინეს ბრალდებულის ტანსაცმელიც.

გამომძიებლის თქმით, ომარ ქაფიაშვილის სისხლი აღმოჩნდა მაგდა პაპიძის ტანსაცმელზე. ეს ის ტანსაცმელია, რომელიც ბრალდებულს დაკავების მომენტში ეცვა. ნათელაშვილის თქმით, სისხლის კვლები იყო ბრალდებულის ფეხსაცმელზე, შარვალზე, მაისურზე. ბრალდების მხარემ ასევე წარმოადგინა მაგდა პაპიძის ის ტანსაცმელი, რომელიც მისმა დამ, ლანა პაპიძემ წაიღო და გამოძიებამ აღნიშნული ტანსაცმელი მისგან ამოიღო.

დღევანდელი პროცესი ამით დასრულდა, მომდევნო სხდომა ჩაინიშნა ხვალ.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებს.

იტვირთბა....